Friday, October 31, 2014

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

მოსწავლეები შეძლებენ:

                    კ.გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენაზე" დაკვირვებით  მოსწავლეები 

შეძლებენ, ინფორმაციის მოძიებას ჩვენი ერის ფასეულობებზე და ეროვნულ 

კულტურაზე.

              ამოკრებენ ტექსტიდან ფრაზებს, რომლებშიც ყურადღებაა გამახვილებული 

ხელოვნებასა და ხელოვანის უკვდავების იდეაზე.

              მოაწყობენ ექსკურსიას მცხეთაში და შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით შექმნიან 

ესეებს, , ,,ხელოვნებაა თავად უკვდავება"

მესამე დღის რეფლექსია

შევქმენით ბროშურა.
გავეცანით თრენინგის მიზანს.
 დავიწყეთ მეორე მოდულზე მუშაობა.
ტრენინგი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.


Monday, October 27, 2014

მეორე დღის რეფლექსია

                  ჯგუფის წევრებმა მოვისმინეთ ერთმანეთის იდეები,გავუზიარეთ აზრები.ბლოგზე განვათავსეთ ჩვენი იდეები. მივიღეთ ჯგუფის წევრებისაგან კომენტარები. დავიწყეთ ბროშურაზე მუშაობა, რითაც დავასრულეთ პირველ მოდულზე მუშაობა.

Sunday, October 26, 2014

ჩემი პროექტის იდეა

   ისტორიული რომანი კ.გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარგვენა" მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის  ჩვენის ერის ფასეულებებზე, ეროვნულ კულტურაზე.
 მოსწავლეები გამოიკვლევენ სვეტიცხოვლის ისტორიას. რომანის წაკითხვის შემდეგ,  ისინი ერთმანეთთან დააკავშირებენ ლიტერატურულ ცოდნას და მოძიებულ მასალას. იმსჯელებენ ხელოვნებაზე , ხელოვანისა და  მისი შემოქმედების ნაყოფის ურთიერთმიმართებაზე. გაანალიზებენ ხელოვანისათვის რა არის ყველაზე ფასეული.

Saturday, October 25, 2014

პირველი დღის რეფლექსია

            გავეცანი ინტელის მიზნებს, სასწავლო პროგრამას, ძირითად აქტივობებს.გავხსენით ახალი ბლოგი. განვიხილეთ ელექტრონული სახელმძღვანელო.
განვიხილეთ ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევები.
 ტრენინგი მეტად საინტერესო აღმოჩდა .